სამომხმარებლო შეთანხმება (მომსახურების წესები და პირობები)
მოგესალმებით კომპანია „ლუქსი“-ს ვებ გვერდზე. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის MYLUX.GE – ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.
ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ შევეცდებით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდაულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები. ონლაინ შესყიდვის დროს უახლოესი ვერსიის გაცნობა თქვენი პასუხისმგებლობაა.
ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.
ჩვენი მომსახურება
MYLUX.GE არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის MYLUX.GE საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.
თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ გვერდზე სხვა დარეგისტრირებული ან/და მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს MYLUX.GE – იდან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.
MYLUX.GE არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ შეძენის მომენტამდე, გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ MYLUX.GE – ის ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში.
იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცი მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია სისტემური შეცდომით, კომპანიას უფლება აქვს ამ შემთხვევაში უარი თქვას შეკვეთაზე ან შეაჩეროს შეკვეთა. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა უკვე განხორციელებულია.
თქვენი ანგარიში და პროფილი
MYLUX.GE – ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით იმ MYLUX.GE – ის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ MYLUX.GE – ის ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.
მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი MYLUX.GE – ს ანგარიშის გამოყენებით.
უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი MYLUX.GE – ის ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.
ანგარიშსწორება
ხელმისაწვდომი გადახდის საშუალებები
MYLUX.GE – ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard და Amex ბარათის მეშვეობით.
გაითვალისწინეთ, საიტიდან პროდუქციის წარმატებით შესაძენად აუცილებელია ბარათზე იყოს ხელმიწავდომი პროდუქციის საფასურის შესაბამისი თანხა.