გარანტია

საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია ქვემოთ მოცემული პირობები სრულად იყოს დაცული.

1. ნივთის შეძენიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი წარედგინება სერვისცენტრს. პრობლემის დადასტურების შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას. ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის შეცვლა მოხდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე. ნივთი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს დაუზიენებელი ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი მექანიკური დაზიანების გარეშე
2. თუ ქარხნული წუნის აღმოჩენა მოხდა პროდუქტის შეძენიდან სამი სამუშაო დღის გასვლის შემდგომ, ნივთი აღარ ექვემდებარება შეცვლა/დაბრუნებას.
3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება არსებული ნივთის იმავე მოდელით ჩანაცვლება და მომხმარებელი არ არის თანახმა მისი სხვა მსგავსი ხარისხის და ფასის მოდელით ჩანაცვლებაზე, მაღაზია ვალდებულია გააუქმოს შეკვეთა და შეკვეთაში გადახდილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს

პროდუქტის უკან დაბრუნება და შეცვლა

1. პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ მახასიათებლების აღწერასა და მის ვიზუალურ მხარეს. პროდუქტის შეცვლა ან უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
2. ინტერნეტ მაღაზია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს თქვენს მოლოდინს და სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
3. კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა, მისი მიღება - ჩაბარების დროს , არასათანადოდ შეამოწმა პროდუქტი და მას აღენიშნება მექანიკური დაზიანება, არ ემთხვევა საიტზე წარმოდგენილ ფოტოს ან არ აქვს სრულად წარმოდგენილი კომპლექტაცია.