კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე – MYLUX.GE. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ. კონფიდენციალობის პოლიტიკა გამოიყენება მაშინ, როცა თქვენ ეწვევით ან დაათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდს, რაიმე პროდუქტის შეძენის გარეშე, როდესაც დარეგისტრირდებით MYLUX.GE -ზე და როდესაც თქვენ გამოიყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს რაიმე პროდუქტის შესაძენად. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ ზოგადი წესები და პირობები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას როგორც კონფიდენციალობის, ასევე, სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ. ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ გაიგოთ თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი და ყოველი ხელმისაწვდომობისას და გამოყენებისას ივარაუდება, რომ ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა წაკითხული, გაგებული და მიღებულია თქვენ მიერ.
1. ჩვენი პოლიტიკა
ლუქსი პატივს სცემს თქვენს უფლებას, იყოთ ინფორმირებულები შეგროვებასა და სხვა მოქმედებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მონაცემების გამოყენებისას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას, გამოიყენება აუცილებლობის პრინციპი. მაშასადამე, თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება დაცული იქნება გონივრულ მინიმუმამდე და ამ მონაცემების გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება.
ჩვენ არ მოვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მაშინ როცა მომსახურების მიწოდება შესაძლებელია ანონიმური მონაცემებით (როგორიცაა მარკეტინგული კვლევები, რომლებიც ახდენენ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას) ან სხვა საშუალებებით, რომლებიც აძლევს ლუქს თქვენი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, გარდა იმისა როცა ეს არის მკაცრად აუცილებელი ან კომპეტენტური საჯარო ხელისუფლების ან პოლიციის მოთხოვნა (მაგალითად, მონაცემთა ტრაფიკისა და IP მისამართის შემთხვევაში).
2. პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები
თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია ლუქსი-ს მიერ იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის გამოყენებასთან, მის მომსახურებასთან და პროდუქტის შეძენასთან MYLUX.GE -ზე. თუმცა, თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე გამოყენებული იქნება სხვა ოპერაციების შესრულებისას ამ მიზნების ფარგლებში.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებული იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
- ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს პირად მონაცემებს, პაროლს, ელექტრონული ფოსტის მისამართს) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით (ჩემი ანგარიში), იმისთვის რომ მოგაწოდოთ მომსახურება ვებ-გვერდის დაცულ ადგილებზე და რომ გამოგიგზავნოთ ჩვენი საინფორმაციო ბროშურები, კონკრეტულად მოთხოვნის შემთხევაში;
- დახმარების მოთხოვნის დროს შეძენის თუ დაბრუნების დროს, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს სახელს და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და პაროლს) იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად აუცილებელია, რომ მოგაწოდოთ მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია MYLUX.GE-თან და პროდუქტის შესყიდვა/დაბრუნებასთან;
- პროდუქტის შეძენისას MYLUX.GE -ზე, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (როგორიცაა პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საკრედიტო ბარათის ნომრები, საბანკო ანგარიში, საგადასახადო კოდი და ტელეფონის ნომერი) თქვენი შეკვეთის ფორმიდან მხოლოდ იმ პროდუქტის გაყიდვის მიზნებისთვის, რომელიც შეკვეთილია თქვენ მიერ;
- ტექნიკური დახმარების მოთხოვნისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია დათვალიერებასთან, ვებ-ბრაუზერის შეთავსებადობასთან და MYLUX.GE ვებ-გვერდების ნახვასა და ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით;
- ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნებადართულია გამოსაყენებელი სამართლით.
თქვენი პერსონალური მონაცემები ძირითადად დამუშავებულია ელექტრონული საშუალებებით და ზოგიერთ შემთხვევაში, მატერიალურად (დოკუმენტების) მეშვეობით, როგორიცაა როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოითხოვს, რომ თავიდან იქნას აცილებული თაღლითობა MYLUX.GE -ზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ გზით, რომელიც საშუალებას აძლევს ლუქს მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მოხდა პერსონალური მონაცემების შეგროვება და ამის შედეგად დამუშავება და ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად. გთხოვთ, მოახდინოთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი ცვლილების განცხადება, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს, რომ თქვენი მონაცემები არის ზუსტი და განახლებული, შესაბამისი და სრული.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია თქვენი შეკვეთის დამუშავებისთვის. უფრო მეტიც, თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს პოლიციისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში, მაგალითად, იმ შემთხვევაში როდესაც ლუქს თავიდან უნდა აიცილოს თაღლითობა.
ლუქსი დაამუშავებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული მომსახურების მიწოდებასთან MYLUX.GE -ზე, ხელშეკრულების აღსრულებასთან, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის ყიდვასა და გაყიდვასთან MYLUX.GE -ზე და თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ, რომ გამოგიგზავნოთ ახალი კომერციული ინიციატივები, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის საქმიანობასთან და მომსახურებასთან.
ლუქსი დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხოლოდ თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავების პროცესში პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ნებისმიერ დროსა და წერილობითი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ლუქსი შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავებას 10 დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.
ლუქს შესაძლოა ჰქონდეს წვდომა მესამე პირების პერსონალურ მონაცემებთან, როდესაც ის პირდაპირ გამჟღავნებულია მისი მომხმარებლების მიერ, მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს მეგობართან გასაგზავნად, როდესაც პროდუქტის შეძენისთვის თანხის გადამხდელი განსხვავდება პროდუქტის მიმღებისგან ან როდესაც მომხმარებელს სურს რეკომენდაცია გაუწიოს მეგობარს MYLUX.GE -ის მომსახურებას ან კონკრეტულ გასაყიდ პროდუქტს. ასეთ შემთხვევებში, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ გაქვთ ასეთი პირების თანხმობა მათი მონაცემების ლუქსისთვის გამჟღავნებასთან დაკავშირებით და დარწმუნდეთ, რომ მათ მიაწოდეთ ინფორმაცია კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის და მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ასეთ მესამე პირებს, თუ ისინი არ მოგაწვდიან მათ გამოხატულ თანხმობას ამასთან დაკავშირებით და ნებისმიერი არასათანადო და არაკანონიერი ინფორმაციის გამოყენებისას.
ლუქს შესაძლოა გაუმჟღავნოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარე კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, ლუქსის სახელით, კონკრეტულ მომსახურებას, როგორც მონაცემების დამმუშავებლები ან პერსონალური მონაცემების სხვა მიმღები პირები, რომელიც შეგროვებულია ლუქსის მიერ, რომელიც ავტომატურად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ პროდუქტის შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც შეძენილია MYLUX.GE -ზე.
3. პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა ლუქსისთვის
ლუქსისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება (კერძოდ, თქვენი პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საკრედიტო/სადებეტო ნომრები და საბანკო კოდი და ტელეფონის ნომერი) აუცილებელია თქვენს მიერ MYLUX.GE -ზე ნაყიდი პროდუქტის შეკვეთის დამუშავებისთვის, სხვა მომსახურების მოწოდებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ან თქვენი მონაცემები აუცილებელია, რათა შესრულდეს კანონით ან რეგულაციებით მოთხოვნილი ვალდებულებები.
თქვენი მხრიდან ლუქსისთვის პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე უარის თქმა, რომელიც აუცილებელია ზემოთ დასახელებული მიზნებისთვის, შესაძლოა აისახოს იმაში, რომ ჩვენი მხრიდან ვერ მოხდეს MYLUX.GE -ზე არსებული გასაყიდი პროდუქტის თქვენ მიერ შეძენისას შეკვეთის დამუშავება ან მომსახურების მიწოდება, რომლებიც ხელმისაწვდომია MYLUX.GE -ზე, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტენების გაგზავნა ან კანონის ან სხვა რეგულაციებით მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულება. მაშასადამე, ინფორმაციის მიუწოდებლობა შესაძლოა წარმოადგენდეს, ზოგიერთ შემთხვევაში, ლეგიტიმურ და გამართლებულ მიზეზს თქვენს მიერ MYLUX.GE -ზე პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით გაკეთებული შეკვეთის დაუმუშავებლობის ან სხვა მომსახურების მოუწოდებლობის.
სხვა სახის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ლუქსისთვის, რომლებიც არ არის საჭირო კანონით ან ხელშეკრულებით მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულებისთვის ან მოთხოვნილი მომსახურების მოწოდებისთვის, პირიქით, არის, ნებაყოფლობითი და არ აქვს არანაირი გავლენა ვებ-გვერდის ან მისი მომსახურების გამოყენებასთან ან MYLUX.GE -ზე პროდუქტის შეძენასთან.
ზოგიერთ შემთხვევაში და თუ მოთხოვნილია, დროდადრო, ჩვენ დროულად მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც ლუქსისთვის გასამჟღავნებელია სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი წესით. ჩვენ მიგითითებთ გასამჟღავნებელი ინფორმაცია არის სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი სათანადო სიმბოლოების მონიშვნით (*) ინფორმაცია, რომელიც არის სავალდებულო ან ინფორმაცია, რომელიც საჭიროა MYLUX.GE -ზე მოთხოვნილი მომსახურების მიწოდებისთვის და MYLUX.GE -ზე პროდუქტის შეძენისთვის. ნებაყოფლობითი ინფორმაციის მიუწოდებლობა არ წარმოშობს რაიმე ვალდებულებას ან უარყოფითს მომხმარებლებისთვის.
6. პერსონალურ მონაცემებზე და სხვა უფლებებზე ხელმისაწვდომობის უფლება
ლუქსი დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ, რომელიც გამოხატულია თავისუფლად, იმისთვის რომ გამოგიგზავნოთ სარეკლამო მასალა და პირდაპირი მარკეტინგული ან სხვა სახის კომერციული კომუნიკაციები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც არ ხვდება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ მომსახურებაში, რომელიც უზრუნველყოფილია MYLUX.GE -ის მიერ. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი თანხმობა აუცილებელია, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას წინასწარ და მოგცემთ არჩევანს დათანხმდეთ ან უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართის ჩათვლით, ზემოთ მითითებული მიზნების შესაბამისად, შესაბამისი მონიშვნით.
თუმცა, ლუქს შესაძლოა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი თანხმობის გარეშე გარკვეულ შემთხვევებში, რომლებიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. როგორიცა მაგალითად, როცა ასეთი დამუშავება აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, რომელიც აქვს ლუქს ან როდესაც ასეთი დამუშავება საჭიროა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც გათვალისწინებულია კონტრაქტით მომხმარებლებთან (როგორიცაა, მაგალითად, თუ შეიძენთ პროდუქტს MYLUX.GE -ზე ან თუ მოითხოვთ კონკრეტული მომსახურება ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით).
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რათა ისარგებლოთ უფლებით და თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ დროსა და ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, არ მიიღოთ მომავალი კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მომსახურებასთან.
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს, მიიღოთ დასტური ლუქსისგან, მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია თქვენთან მუშავდება თუ არა, რეგისტრირებულია თუ არა და დამუშავების რა პროცესშია, კომუნიკაციის გასაგების ფორმით.
უფრო მეტიც, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ლუქსისგან ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების წყაროს შესახებ; მიზნებისა და თქვენი პერსონალური მონაცმების დამუშავების გზების შესახებ; ლოგიკის შესახებ, რომელიც ჩართული ნებისმიერი ელექტრონული მონაცემის დამუშავებისას; მონაცემთა მაკონტროლებლისა და პროცესორების დეტალების შესახებ; გაერთიანების ან გაერთიანების კატეგორიათა სახელები, ვისთანაც შეიძლება გამჟღავნდეს თქვენი პერსონალური მონაცემები და ვისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ეს მონაცემები, მაგალითად, როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი ან ასე დანიშნული მხარე.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მიიღოთ ლუქსისგან:
- განახლებული, შესწორებული ან როდესაც თქვენ გაქვთ ასეთი ინტერესი, თქვენი გაერთიანებული პერსონალური მონაცემები;
- თქვენი (უკანონოდ დამუშავებული) პერსონალური მონაცემების წაშლა, გარდაქმნა ანონიმურ ფორმაში, დაბლოკვა, მათ შორის მონაცემი, რომელიც არ არის საჭირო, რომ იქნას შენახული, იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იქნა შეგროვებული და შემდგომში დამუშავებული;
- თანხმობა ოპერაციებზე, რომლებიც ზემოთ იქნა აღნიშნული (იგივე შინაარსით), რომელშიც მონაცემი გამჟღავნდა ან გავრცელდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ან თუ გამოყენებული საშუალებები აშკარად არაპროპორციულია უფლების დაცვისთვის.
თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ, მთლიანად ან ნაწილობრივ:
- ლეგიტიმური მიზნებისთვის, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუნდაც ის დაკავშირებული იყოს იმ მიზნებთან, რისთვისაც შეგროვდა;
- თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება რეკლამის ან პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ან მარკეტინგული კვლევისა ან კომერციული კომუნიკაციის ჩატარების მიზნით.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თავისუფლად გამოიყენოთ აღნიშნული უფლებები, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ამას აკეთებთ გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად, ლუქსთან თქვენი მოთხოვნის გაგზავნით, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.
7. მარეგულირებელი კანონები
ეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.
8. შესწორებები და ცვლილებები ამ კონფიდენციალობის პოლიტიკისა
ლუქს შეუძლია შეცვალოს ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, როდესაც ცვლილებები შედის სამართლებრივი დებულებებით ან რეგულაციებით, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა და თქვენი უფლებების დაცვას. კონფიდენციალობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებების შესახებ შეტყობინება მოხდება, როგორც კი ასეთი შესწორებები და ცვლილებები განხორციელდება და მათ სავალდებულო ძალა ექნება ამ ვებ-გვერდზე ამ განყოფილებაში გამოქვეყნებისთანავე. მაშასადამე, თქვენ მოგეთხოვებათ რეგულარული წვდომა გქონდეთ ამ განყოფილებაზე, იმისთვის რომ შეამოწმოთ უახლესი გამოცემები და MYLUX.GE -ის განახლებული პოლიტიკა.